წვდომის მენიუ

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 622 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 19 სექტემბრის  №528/8 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 14XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (21,000.00 - ოცდაერთი ათასი)  30%-ს 6,300.00 – (ექვსი არას სამასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2000.00 (ორი ათასი ლარი) ლარი ანუ 4300.00 (ოთხი ათას სამასი) ლარის გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% ანუ 4300.00 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N136 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 14XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 24 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (21,000.00 - ოცდაერთი ათასი)  დარჩენილი 70%-ის (14,700.00 - თოთხმეტი ათას შვიდასი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (14,700.00 - თოთხმეტი ათას შვიდასი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1225 ლარი    -   2008 წლის 24 ნოემბრამდე;

1225 ლარი    -   2008 წლის 24 დეკემბრამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 იანვრამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 თებერვლამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 მარტამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 აპრილამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 მაისამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 ივნისამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 ივლისამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 აგვისტომდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 სექტემბრამდე;

1225 ლარი    -   2009 წლის 24 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                    ზ.ნონიკაშვილი

                                                                                   გ.ფრუიძე

                                                                                  კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები