შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 12 სექტემბრის №514/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (100,000.00 -ასი ათასი) 30%-ს ანუ 30,000.00 – (ოცდაათი ათასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 27,500.00 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 27,500.00 (ოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N135 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-6 (რვა-ხუთი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 24 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (70,000.00 - სამოცდათი ათასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (70,000.00 - სამოცდათი ათასი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
5,833.33 ლარი - 2008 წლის 24 ნოემბრამდე;
5,833.33 ლარი - 2008 წლის 24 დეკემბრამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 იანვრამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 თებერვლამდე
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 მარტამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 აპრილამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 მაისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 ივნისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 ივლისამდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 აგვისტომდე;
5,833.33 ლარი - 2009 წლის 24 სექტემბრამდე;
5,833.37 ლარი - 2009 წლის 24 ოქტომბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
