წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნმიკაციების ეროვნული კომისიასა და შპს ”მაესტრო”-ს შორის სასამართლო დავის მორიგებით დასრულების შესახებ

ნომერი: 628 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონნმდებლობის შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმე დაასრულოს მორიგებით, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისია, ზემოაღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, თუ არსებობს მორიგების მაღალი საჯარო ინტერესი.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს შპს ”მაესტრო”-სა და კომისიას შორის ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის მორიგებით დასრულების მაღალი საჯარო ინტერესი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  აღნიშნულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის მოთხოვნებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაასრულოს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს ”სტუდია მაესტროს” სააპელაციო საჩივრის გამო წარმოებული საქმე მორიგებით;

2. მორიგების პირობებად განისაზღვროს შემდეგი:

ა)  შპს ”სტუდია მაესტრო” იღებს ვალდებულებას უარი განაცხადოს სააპელაციო საჩივარზე, რომელიც წარდგენილია საქმეზე №3/1022-08 ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;

ბ)   შპს ”სტუდია მაესტრო” იღებს ვალდებულებას უარი განაცხადოს ახალი კერძო საერთო საკაბელო ლიცენზიის მოთხოვნაზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც ”პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში”.

გ) კომისია იღებს ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს პერიოდში, უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის NB87 ლიცენზიის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიერ კომისიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რა დროსაც შპს ”მაესტროს” მიმართ არ მოქმედებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები (შეზღუდვები).

3. მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარეს გიორგი არველაძეს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს შესაბამისი მორიგების აქტის პროექტის მომზადება და კომისიისათვის წარმოდგენა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კახი ყურაშვილს

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში.

 კომისიის თავმჯდომარე                                          . არველაძე                            

 წევრები:                                                             . კვიტაიშვილი

                                                                         . ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები