შპს „კავკასუს ონლაინისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კავკასუს ონლაინი” არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №25/1, 03.10.2005), ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას №F6 (ვადა 21.02.2016) და ავტორიზაციის დეკლარაციაში აღნიშნული სახეობების შესაბამისად, ახორციელებს ადგილობრივ, საქალაქთაშორისო, სართაშორისო სკომუნიკაციო და ინტერნეტ მომსახურეობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ” რადიოსიხშიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “კავკასუს ონლაინისთვის” ქ. თბილისიდან კოჯრის გავლით, გუდაურში განლაგებულ სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ასაგებად და ფუნქციონირებისთვის, 8გჰც დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილი (8335 მჰც±14 მჰც და 8454მჰც ±14 მჰც), თითოეული სიხშირე ზოლის სიგანით 28 მჰც და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 11865.6 (თერთმეტი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარს და სამოც თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად ქ. თბილისიდან, გუდაურში განლაგებულ სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ასაგებად და ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “კავკასუს ონლაინს” დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული რადიოსიხშირეები ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ. თბილისიდან გუდაურში განლაგებულ სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს “კავკასუს ონლაინს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 11865.6 (თერთმეტი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარით და სამოცი თეთრით.
3. უზრუნველყოს შპს “კავკასუს ონლაინმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 11865.6 (თერთმეტი ათას რვაას სამოცდახუთი) ლარის და სამოცი თეთრის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “კავკასუს ონლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს შპს “კავკასუს ონლაინისვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიისშესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “კავკასუს ონლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “კავკასუს ონლაინისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
2008 წლის 31 ოქტომბრის კომისიის №631/13 გადაწყვეტილების დანართი
| ||||||||
N |
A |
B |
კოორდინატები |
გადაცემის სიხშირეები |
სიხშირული ზოლი |
გამოს. სიმძლავრე | ||
|
|
|
A |
B |
A |
B |
|
|
|
|
|
|
|
MHz
|
MHz |
w | |
1 |
თბილისი სატელევიზიო ანძა |
კოჯორი |
N44 41 44 E44 47 40 |
N41 40.268 E44 41.301 |
8335 |
8454 |
28 |
0.5 |
2 |
კოჯორი |
გუდაური |
N41 40.268 E44 41.301 |
N42 29.307 E44 30.012 |
8335 |
8454 |
28 |
0.5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|