შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის ” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ივერია ინტერ-მედია” არის ავტორიზებული პირი (რეგისტრაციის №261/1, 20.06.2008) და ავტორიზაციის დეკლარაციით მომსახურეობის სხვადასხვა სახეობებთან ერთად, ავტორიზებულია სამაუწყებლო მომსახურეობის განხორციელებაზე.
შპს “ივერია ინტერ-მედიას” მიერ ტელემაუწყებლობით მომსახურეობა ხორციელდება შპს ”აიეტის” საკაბელო მაუწყებლობის ქსელის მეშვეობით, ამავე ქსელში მოქმედ შპს ”მიუზიკ ბოქსის” სამაუწყებლო ეთერში, შპს “ივერია ინტერ-მედიას” მიერ მომზადებული პროგრამის განთავსებით, შპს ”აიეტის” თანხმობის და შპს ”მიუზიკ ბოქსთან” დადებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ” რადიოსიხშიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ივერია ინტერ-მედიასთვის” ქ. თბილისში სტუდიიდან (აღმაშენებლის გამზირი №89/24) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, სტუდიაში მომზადებული სატელევიზიო პროგრამის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირე (10453 მჰც±14 მჰც) ზოლის სიგანით 28 მჰც და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 1918.08 (ათას ცხრაას თვრამეტი) ლარს და რვა თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად ქ. თბილისში, სტუდიიდან (აღმაშენებლის გამზირი №89/24), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, სტუდიაში მომზადებული სატელევიზიო პროგრამის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ივერია ინტერ-მედიას” დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული რადიოსიხშირე ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ. თბილისში სტუდიიდან (აღმაშენებლის გამზირი №89/24), მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, სტუდიაში მომზადებული სატელევიზიო პროგრამის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს “ივერია ინტერ-მედიას ” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 1918.08 (ათას ცხრაას თვრამეტი) ლარით და რვა თეთრით;
3. უზრუნველყოს შპს “ივერია ინტერ-მედიას” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 1918.08 (ათას ცხრაას თვრამეტი) ლარის და რვა თეთრის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ივერია ინტერ-მედიას” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს შპს “ივერია ინტერ-მედიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიისშესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “ივერია ინტერ-მედიას” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ივერია ინტერ-მედიასთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
2008 წლის 31 ოქტომბრის კომისიის № 632/13 გადაწყვეტილების
დანართი
|
|
| ||||||
|
N |
A |
B |
კოორდინატები |
გადაცემის სიხშირე |
სიხშირული ზოლი |
სიმძლავრე | |
|
|
|
|
A |
B |
A |
|
|
|
|
|
|
|
|
MHz
|
MHz |
w |
|
1 |
თბილისი აღმაშენებლის 89/24 |
თბილისი სატელევიზიო ანძა |
|
N44 41 44 E44 47 40 |
10453 |
28 |
0.5 |
|
| |||||||
