წვდომის მენიუ

შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 633 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-მ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის  N 01/04-1086 დადგენილებით, ს.კ. № 245432544) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/373-08; 30.09.08) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“ ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რეალიზაციას ტრანსპორტირებას. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს ერთი წლის ვადით 151.550 მჰც და 157.725 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 153.350 მჰც, 153.450 მჰც, 153.650 მჰც, 157.450 მჰც, 157.550 მჰც, 157.650 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები