ი/მ “ასათიანი ციცინოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ასათიანი ციცინომ” (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 18 მაისი, ს.კ. № 112875238) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/382-08; 06.10.08) ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობითვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ “ასათიანი ციცინოს” ერთი წლის ვადით 155.325 მჰც და 162.225 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ი/მ “ასათიანი ციცინოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “ასათიანი ციცინოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ “ასათიანი ციცინოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
