ი/მ “ირაკლი მორჩილაძე ექსპრეს ტაქსი +”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №488/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “ირაკლი მორჩილაძე ექსპრეს ტაქსი +”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 105202138; 17.04.07) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/403-08; 17.10.08) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) 157.225 მჰც და 162.675 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს №488/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნას ი/მ “ირაკლი მორჩილაძე ექსპრეს ტაქსი +”-სთვის ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 157.225 მჰც და 162.675 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოდ № 488/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ “ირაკლი მორჩილაძე ექსპრეს ტაქსი +”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
