წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 649 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტს დაემატოს 3.8 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3.8. კომისიის თავმჯდომარის ასისტენტი - 1 – 1,205.00 – 939.00”.

ბ) № 2 დანართის მე-6 პუნქტის 6.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”5.2. წამყვანი სპეციალისტი - 3 – 15 – 45”;

გ) ამოღებულ იქნეს 6.4 ქვეპუნქტი.

დ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                

”10.9. ასისტენტი - 1 – 1205.00 – 1205.00”.

ე) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 770.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.430.00-ით.

ვ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 16,690.40-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 29.251.40-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები