წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 650 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2008

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებებით (N8/90-08; 15.10.08წ. და №8/97-08; 31.10.08წ) საქართველოს ტერიტორიაზე  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიას საქართველოში ერთი წლის ვადით 151.175 მჰც, 157.175 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, 152.575 მჰც, 158.675 მჰც სიხშირეები ქ. ფოთში, 152.375 მჰც, 158.875 მჰც, 151.400 მჰც, 157.800 მჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში, 150.300 მჰც, 156.450 მჰც სიხშირეები  ბაზალეთში, 150.175 მჰც, 156.875 მჰც სიხშირეები ქ. გორში და 152.775 მჰც, 154.500 მჰც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები