საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის № 807/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების (№3/1723-09,12.12.07) და საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ნოტის (№195,03.12.07) შესაბამისად, 2007 წლის 28 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით №807/13 საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს, მიენიჭა მოკლეტალღოვანი (HF) დიაპაზონის რადიოსიხშირეები, ქ.თბილისში, კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობებით რადიოკავშირის განხორციელებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ამჟამად, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩომ ფუნქციონირება შეწყვიტა, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს №243-რს დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აგვისტოს №552 განკარგულების და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 2 სექტემბრის №6/4130-10 ნოტის საფუძველზე, საქართველოს მიერ ამ ქვეყანასთან, დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის გამო. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის № 807/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. ამ შემთხვევაში სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ სუბიექტის მიერ საქმიანობის შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიზე, რა დროსაც აღარ ხდება მინიჭებული რადიოსიხშირეებით შიდატექნოლოგიური დანიშნულებით სარგებლობა, რა შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ აქვს უფლება შიდატექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეთა მინიჭება განახორციელოს სუბიექტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ საქმიანობს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კეჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ, კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის № 807/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
