წვდომის მენიუ

კავშირისთვის მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 655 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირმა მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/416-08,23.10.08) ქალაქ თბილისში, (ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ) მდებარე რადიო სტუდიიდან, მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგანალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, 10გჰც-დან 12გჰც-მდე დიაპაზონში, რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია  აღნიშნავს,  რომ  კავშირი მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” ფლობს  მაუწყებლობის (საერთო მაუწყებლობა) ლიცენზიებს: №B93 (ვადა 13.09.2017); №B96 (ვადა 28.12.2017); №B102 (ვადა 25.07.2018), ახორციელებს რადიომაუწყებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და  №B96 ლიცენზიის პირობების შესაბამისად  ქ.თბილისში FM დიაპაზონის 98.8მჰც სიხშირეზე, 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. 

     კავშირისთვის მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” 10გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო   სიხშირე 10393 მჰც±7.5 მჰც, ზოლის სიგანით 14მჰც.

        სიხშირე გათვალისწინებულია ქ.თბილისში, (ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ) მდებარე რადიო სტუდიიდან, მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგანალის მისაწოდებლად  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს კავშირს მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” სიხშირე 10393 მჰც±7.5 მჰც, ზოლის სიგანით 14მჰც, ქ.თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ) მდებარე რადიო სტუდიიდან, მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგანალის მისაწოდებლად  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, №B96 ლიცენზიის მოქმედების ვადით  (28.12.2017);

2. აღირიცხოს კავშირისთვის მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კავშირისთვის  მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);           

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის    კავშირისთვის მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის”  ჩაბარებისთანავე.        

კომისიის თავმჯდომარე                 გ.არველაძე                                                         

კომისიის    წევრი                              ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                               კ.კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები