წვდომის მენიუ

საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 656 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობამ (ს.კ. №203855505) კომისიას მიმართა განცხადებით  (№7/392-08; 09.10.08) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობას ერთი წლის ვადით 153.150 მჰც და 158.150 მჰც სიხშირეები (თითოეულის ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში ევროკავშირის ევროკომისიის წარმომადგენლობისთვის  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის თავმჯდომარე                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                             კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები