ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობამ საქართველოში (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ს.კ. №203844000) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/415-08; 22.10.08) საქართველოს ტერიტორიაზე მოკლე ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობას საქართველოში 5025 კჰც და 5327 კჰც სიხშირეები საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ბრიტანეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ”ჰალო თრასთის” წარმომადგენლობისთვის საქართველოში ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
