წვდომის მენიუ

შპს “ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 658 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ № 2/4-563) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/384-08; 06.10.08) ქ.თბილისის ტერიტორიაზე (კომპანიის დაცვის სამსახურის ფუნქციონირებისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია  ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ერთი წლის ვადით 407.175 მჰც და 412.525 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები