წვდომის მენიუ

შპს “ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 662 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნიმ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის N 5ა/4-2743 დადგენილებით; ს.კ. № 211401936) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/393-08; 10.10.08) ქ.თბილისის ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია  ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურ - თორნს” ერთი წლის ვადით169.325 მჰც, 442.275 მჰც და 447.325 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსაურისათვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები