წვდომის მენიუ

შპს ფარი 2005”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 664 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ფარი 2005”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 202256673) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/387-08; 08.10.08) ქ. თბილისის ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია  ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ფარი 2005”-ს ერთი წლის ვადით  420.750 მჰც და 425.750 მჰც სიხშირეები  ქ.თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ;

2.   აღირიცხოს შპს “ფარი 2005”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის  ცვლილების შემთხვევაში  შპს “ფარი 2005”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ფარი 2005”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის თავმჯდომარე                              გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                             კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები