შპს “ ნიკა 7”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ნიკა 7”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №200267772) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/394-08; 10.10.08) ქ. თბილისის ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია ოპერატიული კავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ნიკა 7”-ს დანიშნულებით ერთი წლის ვადით 155.475 მჰც და 161.575 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური;
2. აღირიცხოს შპს “ნიკა 7”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შპს “ნიკა 7”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ნიკა 7”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
