ი/მ ”რევაზ ლაგვილავასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”რევაზ ლაგვილავამ” (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 153642252) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/3957-08; 13.10.08) ქ. ფოთში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”რევაზ ლაგვილავას” ერთი წლის ვადით 150.200 მჰც და 155.250 მჰც სიხშირეები ქ. ფოთში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ი/მ ”რევაზ ლაგვილავასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”რევაზ ლაგვილავასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”რევაზ ლაგვილავასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
