საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 80 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი: შპს ”ჩვენი რადიო”-ს № B 72 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);
2. ”შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის № 908 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საკითხი განხილულ იქნეს 2008 წლის 17 ნოემბრის №81 სხდომაზე;
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 14 ნოემბერი N 80 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
