შპს „საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. №202886010) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/365-08; 25.09.08) საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქართველოს რკინიგზას” ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს „საქართველოს რკინიგზისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს რკინიგზისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2008 წლის 14 ნოემბრის N 673/13 გადაწყვეტილების
დანართი
შ.პ.ს. «საქართველოს რკინიგზის» რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო სიხშირეები და მოქმედების ზონა
|
№ |
სიხშირე |
მოქმედების ზონა |
|
1. |
151.775 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
2. |
151.825 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
3. |
151.875 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
4. |
152.150 მჰც |
სადგური კასპი და მისი შემოგარენი |
|
5. |
152.200 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
6. |
152.300 მჰც |
დასავლეთ საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
7. |
152.400 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
8. |
152.625 მჰც |
სადგური გარდაბანი და მისი შემოგარენი |
|
9. |
152,450 მჰც |
სადგური გორი და მისი შემოგარენი |
|
10. |
152.900 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
11. |
152.950 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
12. |
153.000 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
13. |
153.050 მჰც |
სადგური გარდაბანი და მისი შემოგარენი |
|
14. |
153.100 მჰც |
სადგური თბილისი საკვანძო და მისი შემოგარენი |
|
15. |
153.900 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
16. |
153.950 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
17. |
154.000 მჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
|
18. |
155.200 მჰც |
სადგური ხაშური და მისი შემოგარენი, სადგური ზესტაფონი და მისი შემოგარენი |
|
19. |
155.300 მჰც |
თბილისი და მისი შემოგარენი |
|
20. |
155.400 მჰც |
თბილისი და მისი შემოგარენი |
|
21. |
152.500 მჰც |
სადგური ბათუმი და მისი შემოგარენი |
|
22. |
2130 კჰც |
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ |
