წვდომის მენიუ

შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 674 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”საქაერონავიგაციამ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/431-08; 03.11.08) ქუთაისის, ფოთის და სენაკის აეროპორტების ტერიტორიაზე დეციმეტრულ  ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” ერთი წლის ვადით 440.150 მჰც, 441.500 მჰც და 446.150 მჰც სიხშირეები ქუთაისის, ფოთის და სენაკის აეროპორტების ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციასთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქაერონავიგაციასთვის” ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები