წვდომის მენიუ

შპს „გეოტექნოკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 677 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „გეოტექნოკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული   სასამართლოს 2003 წლის 8 აპრილის  N 06/4-1245 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/406-08; 20.10.08) ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “გეოტექნოკომს” ერთი წლის ვადით  440.025 მჰც, 445.600 მჰც, 452.925 მჰც და 457.975 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “გეოტექნოკომისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “გეოტექნოკომისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გეოტექნოკომისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                             ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                             კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                             ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები