წვდომის მენიუ

შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 680 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მოერ  ს.კ. № 205260055) კომისიას მიმართა განცხადებებით  (№ 7/399-08; 16.10.08 და №7/401-08; 17.10.08) ქ.თბილისის ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებს”   ერთი წლის ვადით 157.225 მჰც, 162.675 მჰც, 407.250 მჰც  და 412.450 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის  ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები