ერთი მხრივ, შპს ”სერვისსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, შპს ”სერვისმა” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ”კომისია”) (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/2546-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ დავის განხილვის მოთხოვნით. განმცხადებელი მოითხოვს კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” თანალოკაციის ფართით სარგებლობისათვის დადგენილი დისკრიმინაციული ტარიფის გაუქმება და დარიცხული მომსახურების საფასურის გადაანგარიშება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” წარმოდგენილი მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, განცხადებაზე დანართის სახით, შპს ”სერვისმა” კომისიაში წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელზე გაგზავნილი განცხადებები, ასევე საოქმო გადაწყვეტილებები და მოპასუხესთან გაფორმებული 2006 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” განცხადება დანართებთან ერთად, 2008 წლის 06 ნოემბრის №02/2801-08 წერილით, გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, რომელსაც განესაზღვრა ვადა 2008 წლის 12 ნოემბრამდე, შეპასუხების წარმოსადგენად.
კომისიამ, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს ერთი მხრივ, შპს ”სერვისს” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის, დავის არსებითი განხილვა, 2008 წლის 28 ნოემბერს, 16:00 საათზე;
2. . დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ასლის ჩაბარების დღიდან.
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
