წვდომის მენიუ

სს ”თამ თბილავიამშენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 689 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თამ  თბილავიამშენმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს. კ. № 208144541) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ  ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სს ”თამ  თბილავიამშენს” ერთი წლის ვადით 152.725 მჰც, 157.875 მჰც, 165.025 მჰც, 416.425 მჰც და 420.050 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”თამ  თბილავიამშენისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თამ  თბილავიამშენისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თამ  თბილავიამშენისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები