საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 83 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2008
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 83 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-7 საკითხი (შპს ”ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი”-ს სანქცირების შესახებ) მ/წლის 04 დეკემბრის სხდომის, ხოლო მე-8 საკითხი (ერთი მხრივ, შპს ”სერვისსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 12 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტებში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 83 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:
შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 28 ნოემბერი N 83 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
