წვდომის მენიუ

შპს “ბეტასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 707 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს “ბეტამ”  (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 17 მარტის  №5/4-3522 ბრძანებით; ს.კ № 205023767) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/436-08; 05.11.08) ქ.თბილისში და ქ. მცხეთაში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ბეტას” ერთი წლის ვადით 154.675  მჰც, 156.000 მჰც  და 413.350 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში და ქ. მცხეთაში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ბეტასთვის”  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში  (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბეტასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბეტასთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები