წვდომის მენიუ

„შპს ”ატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის № 79/ 1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ”ატელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზი

ნომერი: 710 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2008

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მომართა შპს ”ატელმა” (14.11.2008წ №7/451) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ატელი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

„ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 60XXX - 67XXX (სულ 8000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 13 თებერვლამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.“

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „შპს ”ატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის  გაცემის შესახებ“ კომისიის  2007 წლის 13  თებერვლის № 79/ 1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს „ატელი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N86 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის,  54-ე მუხლისა და  ’საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს ”ატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის  გაცემის შესახებ“ კომისიის  2007 წლის 13  თებერვლის № 79/ 1 გადაწყვეტილება;

2. გაუქმდეს შპს ”ატელი”-ს № N86 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ.თარაშვილი) აცნობოს შპს ”ატელს”  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                    

ზ.ნონიკაშვილი                    

გ.ფრუიძე

კ.კვიტაიშვილი                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები