შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2008
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის N608/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-5 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (28,750.00 ოცდარვა ათას შვიდას ორმოცდაათი) 30%-ს 8,625.00 – (რვა ათას ექვსას ოცდახუთი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 6,125.00 (ექვსი ათას ას ოცდახუთი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 6,125.00 (ექვსი ათას ას ოცდახუთი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N137 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-5 (რვა-შვიდი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 28 ნოემბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (20,125.00 - ოცი ათას ას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (20,125.00 - ოცი ათას ას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1677.08 ლარი - 2008 წლის 28 დეკემბრამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 იანვრამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 თებერვლამდე
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 მარტამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 აპრილამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 მაისამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 ივნისამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 ივლისამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 აგვისტომდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 სექტემბრამდე;
1677.08 ლარი - 2009 წლის 28 ოქტომბრამდე;
1677.12 ლარი - 2009 წლის 28 ნოემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
