შპს ”სტუდია მაესტროს” №B87 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №104/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრომ“, რომელიც რეგისტრირებულია 2002 წლის 9 ივლისს, მცხეთის საოლქო სასამართლოს მიერ (იურიდიული მისამართი - სოფელი დიღომი, დიდგორის ქ. 68; ფაქტობრივი მისამართი - ქ. თბილისი, ფოთის ქუჩა 15/6), კომისიას მიმართა განცხადებით, კომპანიის კუთვნილი №B87 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B87 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირებას.
შპს ”სტუდია მაესტროს” განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია კომპანიის სურვილით უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ცხოვრებაში როგორც მედიამ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ლიცენზიის ფორმასა და ტელეპროდუქციის შინაარსობრივ მრავალფეროვნებაზე. შპს ”სტუდია მაესტროს” აზრით, საერთო მაუწყებლობის ლიცენზია მას საშუალებას მისცემს შექმნას თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროდუქცია, შეეხონ საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებს, წარმოაჩინონ სოციალური თუ პოლიტიკური განწყობა და ასევე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე კომისიას შეჩერებული აქვს ახალი ლიცენზიების გაცემა და მოქმედ ლიცენზიებში ლიცენზიის სახისა და სახეობის თაობაზე ცვლილება-დამატებების შეტანა. მიუხედავად ამისა, კომისია ხელმძღვანელობს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც კომისია იღებს ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს პერიოდში, უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრო”-ს კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის №B87 ლიცენზიის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”სტუდია მაესტრო”-ს მიერ კომისიაში შესაბამისი განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რა დროსაც შპს ”სტუდია მაესტროს” მიმართ არ მოქმედებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის გ) პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები (შეზღუდვები).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
შესაბამისად, შპს ”სტუდია მაესტროს” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 31 ოქტომბერს, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტუდია მაესტროს” №B87 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2007 წლის №104/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის №645/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2008 წლის 28 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტუდია მაესტროს” დირექტორი - ლევან ჩიკვაიძე.
კომისიამ, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,სტუდია მაესტროს” №B87 სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ გასართობი) ლიცენზიის საერთო მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის №104/1 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიიღება. ამასთან, კომისიამ 2008 წლის 27 ოქტომბრის ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მორიგების აქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვიტა შეწყვიტოს კომისიის 2008 წლის 10 მარტის №120/23 გადაწყვეტილებით დაწყებული და შემდგომ, ამავე წლის 4 აპრილს შეჩერებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შპს ”სტუდია მაესტროსათვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის და ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცებულ მორიგების აქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნას შპს ”სტუდია მაესტროს” №B87 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2007 წლის №104/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს კერძო ტელემაუწყებლობის №B87 ლიცენზია შპს “სტუდია მაესტროს”;
ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,სტუდია მაესტროსათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების მხარესათვის კომისიის სხდომაზე გამოცხადების და გადაცემისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრები:
ზ. ნონიკაშვილი
ს. ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
გ. ფრუიძე
