წვდომის მენიუ

საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 718 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფონდმა ”კლუბი სამთო მოგზაურმა” რეგისტრირებული  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწმობა № 351; 16.04.1999წ; ს.კ. № 211332958) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/465-08; 24.11.08)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ალპინისტურ მარშრუტზე მყოფ ჯგუფებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საერთაშორისო ფონდს ”კლუბი სამთო მოგზაურს” ერთი წლის ვადით154.600 მჰც ქ. თბილისში და 154.025 მჰც, 154.400 მჰც, 154.450 მჰც, 154.600 მჰც, 154.875 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის”მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საერთაშორისო ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფონდი ”კლუბი სამთო მოგზაურისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები