წვდომის მენიუ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 72 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (№ 16-03/14/1-2, 21.01.08) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში რვა სიხშირისა, ხოლო 1700-1850 მჰც დიაპაზონში 2.5 მჰც სიგანის სიხშირული ზოლის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.  აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები