საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 88 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2008 წლის 12 დეკემბრის N 88 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-10 საკითხის (ერთი მხრივ, შპს ”სერვისსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს ”სერვისის” დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე;
2. დამატებით შეტანილ იქნეს კომისიის № 88 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
ბ) შპს ”ვიტელ ჯორჯია”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 12 დეკემბრის N 88 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
