წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 729 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით; ს.კ. № 205011609) კომისიას მიმართეს განცხადებით (№ 7/474-08; 01.12.08) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, ვერტმფრენებთან VHF და მიწისზედა რადიოსადგურებთან UHF  დიაპაზონებში რადიოკავშირისთვის  სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია ვერტმფრენებთან და მიწისზედა რადიოსადგურებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო)” ერთი წლის ვადით 136.900 მჰც, 136.950 მჰც,  415.200 მჰც, 408.400 მჰც და 408.275 მჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.    აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა)  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)”   ჩაბარებისთანავე. 

          კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                         კ. კვიტაიშვილი

          კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები