უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.ნ. № 204992785) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/473-08; 01.12.08) გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)” ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
