წვდომის მენიუ

უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს ”ორიონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 731 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს ”ორიონმა” (რეგისტრირებული  ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს მიერ, ს.კ. № 249260027) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/458-08; 19.11.08)  ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს ”ორიონს” ერთი წლის ვადით164.150 მჰც, 169.175 მჰც, 169.800 მჰც, 300.500 მჰც და 306.500 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს ”ორიონისთვის”მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს  ”ორიონისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს  ”ორიონისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები