წვდომის მენიუ

შპს “ექსპრეს სექურიტისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს № 486/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 736 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”ექსპრეს სექურიტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 16.06.2008 ს.კ. № 205256809) კომისიას მიმართა განცხადებებით (№7/478-08 და № 7/478-08; 03.12.08)  ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  424.700 მჰც, 405.125 მჰც და 410.275 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  1 აგვისტოს  № 486/13  გადაწყვეტილებით.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს ”ექსპრეს სექურიტისთვის” ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 424.700 მჰც, 405.125 მჰც და 410.275 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  1 აგვისტოს № 486/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ექსპრეს სექურითისთვის”  ჩაბარებისთანავე.

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები