შპს ”ვიტელ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2008
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 ოქტომბრის N609/8 გადაწყვეტილებით ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-1 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ვიტელ ჯორჯია”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1050.00 (ათას ორმოცდაათი ლარი) 30%-ს 315.00 – (სამას თხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 100.00 (ასი) ლარი ანუ 215.00 (ორას თხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ერთი თვის ვადაში - 2008 წლის 24 ნოემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 215.00 (ორას თხუთმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N138 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-4-1 (რვა-ნული-ოთხი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 12 დეკემბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1050.00 (ათას ორმოცდაათი ლარი) დარჩენილი 70%-ის (735.00 - შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (735.00 - შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
61.25 ლარი - 2009 წლის 12 იანვრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 თებერვლამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 მარტამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 აპრილამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 მაისამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 ივნისამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 ივლისამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 აგვისტომდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 სექტემბრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 ოქტომბრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 ნოემბრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 12 დეკემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვიტელ ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
