საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 89 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 89 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) ”ქლეარსტრიმ ჯორჯიასთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ ( მომხს. გ. თარაშვილი);
ბ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
გ) ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-სთვის ნუმერაციის რესურსით მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის N 89 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
