წვდომის მენიუ

შპს ,,ჩვენი რადიოს ” №B72 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 742 / 2

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 26, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით (№7/418-08) მიმართა შპს ,,ჩვენმა რადიომ” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B72 ლიცენზიით (კერძო საეთერო რადიომაუწყებლობა; სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის FM98.4 მჰც შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით, ხელმისაწვდომობის ფარგლების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”ჰარალემ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 25 სექტემბრის ბრძანების N7349/002-2/4-3999 საფუძველზე მოახდინა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში, საზოგადოების სახელწოდება ”ჰარალე” შეიცვალა სახელწოდებით შპს ”ჩვენი რადიო”. აღნიშნული დოკუმენტაცია შპს ”ჩვენმა რადიომ” წარმოადგინა კომისიაში, რის საფუძველზეც კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება და ამჟამად №B72 ლიცენზიის მფლობელია  შპს ”ჩვენი რადიო”.

განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის  საფუძველზე  შპს ”ჩვენი რადიოს” №B72 ლიცენზიის შესაბამისად, ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით, 98.4 მჰც სიხშირის ნაცვლად, შესაძლებელია მიენიჭოს ქ. თბილისში ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან  95.5მჰც სიხშირე.

შესაბამისად, შპს ”ჩვენი რადიოს” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2008 წლის  14 ნოემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჩვენი რადიოს” №B72 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

კომისიის 2008 წლის 14 ნოემბრის  ოქტომბრის №682/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2008 წლის 12 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ჩვენი რადიოს” დირექტორი - გოგი სამუშია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება N279/22 ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად,

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ჩვენი რადიოს” №B72 კუთვნილი ლიცენზია და შევიდეს ცვლილებები კომისიის 2006 წლის №43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”47. მოდიფიცირდეს შპს ”ჰარალეს”  №1435 ლიცენზია შპს ”ჩვენი რადიოს” კერძო  მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს NB72;

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

რადიომაუწყებლობა 95.5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი, ანტენის განთავსების ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფიული კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100 მ, მაუწყებლობის საშ. რადიუსი 25 კმ;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,ჩვენი რადიოსთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრები:            ს. ბრიტანჩუკი           

                                            გ. ფრუიძე

                                            კ. კვიტაშვილი

                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები