წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია” -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 746 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2008

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ. მეწარმე  ”თინათინ ფანცულაიამ” (16.12.2008 N7/486-08) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

  როგორც ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-ს განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლისთვის  საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის  რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ინდ. მეწარმე ”თინათი ფანცულაია”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაიას” ნუმერაციის რესურსი 8-0-6-7 (რვა-ნული-ექვსი-შვიდი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-ს ნუმერაციის რესურსი - 8-0-6-7 (რვა-ნული-ექვსი-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის 19 დეკემბრამდე, ქ.თბილისში;

2. ინდ.მეწარმე ”თინათინ ფანცულაია” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაიას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                      ს.ბრიტანჩუკი

                                                    ზ.ნონიკაშვილი

                                                    გ.ფრუიძე

                                                   კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები