საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 90 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 29 დეკემბრის N 90 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. N 90 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-17 საკითხი (შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” შპს ”მაკროკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ) გადატანილ იქნეს 2009 წლის 13 იანვრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-18 საკითხის (ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ) განხილვა გადაიდოს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შპს ”ახალი ქსელების” მიერ სხდომაზე წარმოდგენილი 2008 წლის 29 დეკემბრის № 86 განცხადების საფუძველზე (2008 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილების შპს ”ახალი ქსელებისათვის” ჩაბარების თარიღისა და სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარების დამადსტურებელი დოკუმენტები);
2. N 90 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) ინდ. მეწარმე ”თინათინ ფანცულაია”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 დეკემბრის № 746/7 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს ”Black Sea Telekom“ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და სალიცენზიო პირობების შესრულების პირობების მდგომარეობის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
გ) შპს ტელერადიოკომპანია ”აისის” №502 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მოხს. ნ. მინდიაშვილი);
დ) შპს ტელერადიოკომპანია ”მეცხრე არხის” №702 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.მინდიაშვილი);
ე) შპს ტელერადიოკომპანია ”რ-რადიოს” №562 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.მინდიაშვილი);
3. 2008 წლის 29 დეკემბრის N 90 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
