შპს „სტერეო + ” - სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +” ფლობს რადიოსიხშირული სექტრით სარგებლობის ლიცენზიას F13 (მოქმედების ვადა 02.06.2016) საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომახურეობისთვის და ლიცენზიის პირობით განსაზღვრული აქვს სიხშირული ზოლი 71მჰც ± 3მჰც.
შპს “სტერეო +”-ს მოთხოვნის შესაბამისად, შეირჩა სიხშირე 237მჰც±5მჰც ქ. თბილისში, ფიქსირებული წერტილიდან რადიალურად გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 5 ვატისა, მოძრავ ობიექტებთან ციფრული ინფორმაციის მიწოდების დროს გამოსაყენებლად, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში” ცვლილების შეტანისას კომისია უფლებემოსილია ავტირიზებული პირისთვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა სიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტერეო+”-ს განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 5,281.2 (ხუთი ათას ორას ოხმოცდაერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარს .
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “სტერეო +”-ს რადიოსიხშირე 237მჰც±5მჰც ზოლის სიგანით 10მჰც ქ.თბილისში, ფიქსირებული წერტილიდან რადიალურად გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 5 ვატისა, მოძრავ ობიექტებთან ციფრული ინფორმაციის მიწოდების დროს გამოსაყენებლად, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2018 წლის 26 დეკემბრამდე;
2. განესაზღვროს შპს “სტერეო+”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 5,281.2 (ხუთი ათას ორას ოხმოცდაერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს “სტერეო+”-მა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 5,281.2 (ხუთი ათას ორას ოხმოცდაერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773401;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სტერეო +”-ის მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, ხოლო ამ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ცნობილი იქნას ძალადაკარგულად მიღების დღიდან;
5. წარმოადგინოს შპს “სტერეო+” -მ ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის გამოყენების წესი და ფიქსირებული სადგურის ტექნიკური მონაცემები არსებული ფორმით, სადგურების ინსტალაციის პროცესის შემდგომ;
6. აღირიცხოს შპს “სტერეო+” -სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “სტერეო+”-ის მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “სტერეო+”-სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის,მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი