წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 75 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,      

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 10-ით;

ა.ა) № 2 დანართის მე-4 პუნქტის 4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                      

”5.2. მთავარი სპეციალისტი - 4 - 25 – 100”;

ბ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 92-ით;

გ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის საერთო ჯამი - 1.385.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                    კომისიის თავმჯდომარე                                                            გ. არველაძე                         

                                  კომისიის წევრი                                                         გ. ფრუიძე

                                   კომისიის წევრი                                                        კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები