წვდომის მენიუ

შპს ”ელვასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 754 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ელვამ” (რეგისტრირებული ქ.ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 215129340) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/472-08; 01.12.08) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (დაცვითი საქმიანობისთვის)  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”ელვას” ერთი წლის ვადით 146.900 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ელვასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ელვასთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ელვასთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები