წვდომის მენიუ

ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზ

ნომერი: 76 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2008

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2008

 კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის   (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა არაკონკურენტუნარიანია და   საჭიროებს კვლევისა და ანალიზის ჩატარებას, ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ტარიფების დანახარჯებზე ორიენტირებულობის შესწავლას, აგრეთვე ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  პირების დადგენას და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას, საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

   გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე;

2. ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელმა ავტორიზებულმა პირებმა 2008 წლის 18 თებერვლამდე წარმოადგინონ კომისიაში საკუთარი დანახარჯების განაწილებისა და საკუთარ ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების (ურთიერთჩართვის მომსახურების) ტარიფების გაანგარიშებები;

3. დანახარჯების განაწილებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების გაანგარიშებები ავტორიზებულმა პირებმა განახორციელონ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5  დადგენილების შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) აღნიშნული კვლევისა და ანალიზის ჩატარების უზრუნველყოფა.

5. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2008 წლის 7 მარტს 16:00 საათზე.

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                          

. არველაძე

წევრები:

. ფრუიძე

. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები