წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ამირან მოსეშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 761 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№ 9/58-08, 19.11.08.) მიმართა მოქალაქე ამირან მოსეშვილმა (მცხ. ხონის რაიონი, სოფ. გუბი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის № ბ 0900023) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის  294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ამირან მოსეშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 08 (26.11.08.) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირები არსებული წესის შესაბამისად.   

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს რადიომოყვარულ ამირან მოსეშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:

ნებართვის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

C - 55

ამირან მოსეშვილი

ხონის რაიონი, სოფ. გუბი

4L1AMM

„C“

2.    რადიომოყვარული ამირან მოსეშვილი ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების  მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა;

3.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ.) ერთი თვის ვადაში;

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ამირან მოსეშვილისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                            გ. არველაძე

                კომისიის წევრი                                                                                                                გ. ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                                                                                ზ. ნონიკაშვილი

                კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

                კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები