წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან ადანაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 762 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№ 9/60-08, 19.11.08.) მიმართა მოქალაქე ლევან ადანაიამ (მცხ. ქ. თბილისი, კასპის ქ. № 3ბ; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის № ბ 0878599)  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის 294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულმა ლევან ადანაიამ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “B” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 08 (26.11.08.) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირები არსებული წესის შესაბამისად.   

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ ლევან ადანაიას სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:

ნებარ-  თვის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

B- 035

ლევან ადანაია

თბილისი, კასპის ქ. № 3ბ

4L1AG

“B”

2.    რადიომოყვარული ლევან ადანაია ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობისა და რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების  მოქმედი შესაბამისი წესები.

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ.) ერთი თვის ვადაში;

4.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ლევან ადანაიასთვის ჩაბარებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე                                                                              გ. არველაძე

კომისიის წევრი                                                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები