საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის 2008 წლის მუშაობის მთელი განვლილი პერიოდის გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები და დაფინანსების წყაროები.
კომისიის დაფინანსების წყაროა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც რეზერვების ფონდის გათვალისწინებით (800,000.00 ლარი) შეადგინა 4,760,000.00 ლარი.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიმუშავა 2009 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ასახულია კომისიისათვის აუცილებელი ხარჯები.
2009 წლის სავარაუდო ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 4,569,600.00 ლარით.
კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის მუხლებში ისევე, როგორც 2007-2008 წლების კომისიის ბიუჯეტში, კვლავ ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, აპარატისგან დამოუკიდებლად, ყალიბდება (ჩამოყალიბებულია) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნები.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე, კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც კომისიის აპარატის თანამშრომლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, 2008 წელთან შედარებით გაიზარდა 67,592.00 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებელთა შესახებ”საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2009 წლის ბიუჯეტი, თანდართული სახით:
|
შემოსავლები |
|
|
წლიური შემოსავალი |
3,960,000.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
800,000.00 |
|
სულ შემოსავალები |
4,760,000.00 |
|
|
|
|
ხარჯები |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
250,000.00 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
50,000.00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი |
250,000.00 |
|
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
170,000.00 |
|
მივლინების ხარჯები |
150,000.00 |
|
საბანკო მომსახურების ხარჯები |
15,000.00 |
|
კონფერენციებისა და მუშა სემინარების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლების, საექსპერტო მომსახურებისა და სხვა ხარჯები |
30,000.00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
20,000.00 |
|
სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
50,000.00 |
|
სხვა საერთო ხარჯი |
100,000.00 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
15,000.00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
45,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
2,649,600.00 |
|
სახ.ბიუჯეტის ანარიცხები |
663,000.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები |
12,000.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ.ბიუჯეტის ხარჯები. |
100,000.00 |
|
|
|
|
სულ ხარჯები |
4,569,600.00 |
|
|
|
|
ფონდებზე გასანაწილებელი თანხა |
190,400.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
95,200.00 |
|
პრემირების ფონდი |
95,200.00 |
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი მე-12კმ ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ დეპარტამენტს ( ი. აბულაძე ).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
